საფრანგეთში პოლიციასთან შეტაკებების დროს დაკავებულთა რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია

საფრანგეთში, პოლიციელის მიერ მოკლული 17 წლის ახალგაზრდის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციასთან შეტაკებების დროს დაკავებულთა რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია, მათ შორის, 470 აქტივისტი გასულ ღამეს დააკავეს.

BBC-ის ცნობით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე დაპირისპირებები ქალაქ მარსელში იყო.

საფრანგეთში არეულობის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს.

მაკრონის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობენ, „ვიდეოთამაშების ცხოვრებით ცხოვრობენ, რამაც ისინი რეალობას ჩამოაშორა“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს