ვასო ურუშაძე - „ქართული ოცნება“ არის სასოწარკვეთილი პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს საკუთარი პოლიტიკური კრახი ძალადობით გადაფაროს - საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ძალადობრივ რეჟიმს დაემორჩილება

„ქართული ოცნება” არის სასოწარკვეთილი პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს საკუთარი პოლიტიკური კრახი გადაფაროს ძალადობით. თავს დაესხას ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, დევნოს განსხვავებული აზრი და შექმნას იმიტაცია, რომ მათ ძალაუფლებას არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება” არის სასოწარკვეთილი პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს საკუთარი წარუმატებლობა, საკუთარი პოლიტიკური კრახი გადაფაროს ძალადობით. თავს დაესხას ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, დევნოს განსხვავებული აზრი და შექმნას იმიტაცია, რომ თითქოს ისინი ძალადობრივი გზით შეინარჩუნებენ ძალაუფლებას. ამით ისინი ესაუბრებიან საკუთარ ამომრჩეველს და არწმუნებენ, რომ მათ ძალაუფლებას არაფერი ემუქრება, რადგან მათ ჰყავთ ძალადობრივი ზონდერ ჯგუფები, თუმცა ეს ყველაფერი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნების” მმართველობას აქვს ბოლო ჟამი და ბოლო ჟამი სწორედ ამ ფორმით გამოიყურება. ისინი ვერაფერს ვეღარ სთავაზობენ საკუთარ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეებს, მათ არაფერი არ გაუკეთებიათ ამ 11 წლის განმავლობაში საკუთარი ქვეყნისთვის და ერთადერთი, რაც მათ იმედს უტოვებს, რომ მათი ძალაუფლება იქნება შენარჩუნებული, ეს არის ძალადობრივი გზით გაუსწორდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, როგორც ხდება რუსეთში და ამ მეთოდით შეინარჩუნონ ძალაუფლება, თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ საქართველო რუსეთი არ არის, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ძალადობრივ რეჟიმს დაემორჩილება, ქართველმა ერმა ეს არაერთხელ დაამტკიცა და დაამტკიცებს ამჯერადაც - ბიძინა ივანიშვილს და მის ოლიგარქიულ კლანს მიუჩენს თავის ადგილს”, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს