ირაკლი ნადირაძე - ლევან ხაბეიშვილის ღონისძიების ჩასაშლელად მობილიზებულები იყვნენ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები შიდა ქართლის მასშტაბით - სრულ აგონიაში არიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და პარტიის ლიდერებს ზუსტად მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც პენსიონერებს აცნობდნენ ახალ ინიციატივას. „ქართული ოცნება“ არის სრულ აგონიაში, მათ ხალხისთვის სათქმელი არაფერი დარჩათ და ძალადობაზე გადავიდნენ, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის ღონისძიების ჩასაშლელად მობილიზებულები იყვნენ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები შიდა ქართლის მასშტაბით და თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, როგორც ამას რუსეთში აკეთებენ.

„ქართული ოცნება“ არის სრულ აგონიაში, მათ ხალხისთვის სათქმელი არაფერი აღარ დარჩათ. სწორედ ამიტომ მათ აირჩიეს ძალადობრივი გზა მაშინ, როდესაც გუშინ ლევან ხაბეიშვილი და დათო კირკიტაძე, “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ხვდებოდნენ პენსიონერებს და ხვდებოდნენ ამომრჩევლებს. ზუსტად ისე, როგორც თავს ესხმიან რუსეთში, თავს დაესხნენ ლევან ხაბეიშვილს, ალყაში მოაქციეს ეს ადამიანები, იყო ქვების სროლა, პაპუასებივით იქცეოდნენ ეს ადამიანები და როგორც მერე გაიშიფრნენ, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ „ ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები კასპში, გორში, ქარელში, ხაშურში ანუ მთლიანად შიდა ქართლის მობილიზება მოახდინეს და როგორც ჩანს, ეს გზა აქვს არჩეული „ქართულ ოცნებას“. მაშინ, როდესაც ვერ მიდიხარ ხალხთან, ვერ ეუბნები, რატომ არის გაძვირებული ცხოვრება, რატომ არ აქვთ ადამიანებს წამლის ფული, რატომ ვეღარ იხდიან ისინი საბანკო დავალიანებებს რჩება ერთადერთი რამ - ძალადობა. ძალადობა როგორც მთავრდება, ყველამ ვიცით. ასევე კრახით დაამთავრებს ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილი თავის მმართველობას”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით