ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აფხაზური მხარის ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსეთის პრეზიდენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასახული გეგმების რეალიზებას შეეხო. ასევე ასლან ბჟანიამ რუსეთში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„საუბრის დროს აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხები იქნა განხილული. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ მხარი დაუჭირა რუსეთის ხელმძღვანელობის მოქმედებებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერებასა და საკონსტიტუციო წესრიგის, მოქალაქეთა უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იყო მიმართული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის