სალომე სამადაშვილი Georgian Airways-ის დასანქცირებაზე - ეს არის სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი - ამ მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს ჭკუა და უპირველესად, საქართველოს ხელისუფლებამ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, უკრაინის მიერ ქართული კომპანია Georgian Airways-ის დასანქცირება „სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია“ როგორც სამადაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტის მაგალითზე ხელისუფლებამ „ჭკუა უნდა ისწავლოს“.

„ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს უკრაინისთვის და უკრაინასთან ერთად მისი მოკავშირეებისთვის, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვა. როდესაც ესა თუ ის ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აწარმოოს, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივი შედეგია, რომ უკრაინა სანქციების რეჟიმს იღებს. ეს არის სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი. ამ მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს ჭკუა და უპირველესად, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ხელს უწყობს ყველას, ვისაც სურს უკრაინის საწინააღმდეგოდ სანქციების რეჟიმის დარღვევა რუსეთთან მიმართებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის