გელა გელაძემ აჭარის რეგიონში არსებული საგამოცდო ცენტრები დაათვალიერა

მთელი საქართველოს მასშტაბით, 2023 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასრულების ეტაპზეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, წინასაგამოცდო მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, ამჯერად ქალაქ ბათუმსა და ხულოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, გაეცნო.

გელა გელაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა საგამოცდო ცენტრში, მათ შორის, ბათუმსა და ხულოში არსებულ საგამოცდო ცენტრებში, 2023 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასკვნით ეტაპზეა და გამოცდებზე აპლიკანტებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო, მშვიდი და კომფორტული გარემო იქნება უზრუნველყოფილი.

აჭარის რეგიონის ყველა საგამოცდო ცენტრის სრულად აღჭურვის პროცესი დასრულებულია. თითოეულ ცენტრში გამოცდების მიმდინარეობისას ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისები.

წელს ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში 75 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. აქედან აჭარის რეგიონში დარეგისტრირებულია 8 200-ზე მეტი აპლიკანტი.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულნი კი, საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის