ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებასა და სკოლების ეკოლოგიურად სუფთა ენერგოსისტემებით უზრუნველყოფაზე ესპანეთი უკრაინას 55 მლნ ევროს გადასცემს

კიევში ვიზიტით მყოფი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებასა და სკოლების ეკოლოგიურად სუფთა ენერგოსისტემებით უზრუნველყოფაზე ესპანეთი უკრაინას 55 მლნ ევროს გადასცემს.

აღნიშნული განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას გააკეთა და აღნიშნა, რომ დაფინანსება მსოფლიო ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით განხორციელდება.

„დღეს ესპანეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებით 55 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ, მათ შორის 51 მლნ ევრო მსოფლიო ბანკის ჯგუფის და 4 მლნ ევრო გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით", - განაცხადა პედრო სანჩესმა.

ასევე უახლოეს მომავალში ესპანეთი უკრაინას 4 ტანკ Leopard-ს , ჯავშანტრანსპორტიორებს და მობილურ საველე ჰოსპიტალს გადასცემს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის