ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა მის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

„კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება მიეცა ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხის მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნებას, მათ შორის ორგანიზაციის წვლილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის კუთხით.

კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, რის საფუძველსაც იძლევა ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ჩართულობით მიმდინარე პროექტები“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა