პრეზიდენტი - არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც მისწრაფება აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი და  ყოველ მეორე დღეს ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე, ევროპარლამენტარებს და პარტნიორებს აკრიტიკებდე და აბრალებდე, რომ ომი უნდათ

ევროკავშირი ისტორიულად პირველი ორგანიზაცია, სადაც გაწევრიანება ყველას თავისი ნებით უნდა. არა იმიტომ, რომ ვიღაც თავში გირტყამს და გაძალებს, ან ამას სხვადასხვა ფორმით გაძალებს, არამედ იმიტომ, რომ ხალხს უნდა. ჩვენ ვართ ამის მაგალითი. ჩვენ ხალხს უნდა - მთავრობა ასრულებს, თუ არ არ ასრულებს ამ რეკომენდაციებს, კომისია თავისას იტყვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში წევრობა სურს არ შეიძლება ევროკავშირის ელჩს ლანძღავდეს.

„მოდის მეორე გამოწვევა,რომელიც არის მთავრობის, უმრავლესობის, არ ვიცი, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოსული გზავნილების, თუ არა, მაგრამ იმ რიტორიკის, რომელიც არის სრულიად მიუღებელი. არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც მისწრაფება აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი და და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე, როდესაც ის ტოვებს ქვეყანას, რაც ასევე ჩვენ ზრდილობასთან და სტუმართმოყვარეობასთან არაფერ კავშირშია და ყოველდღიურად აკრიტიკებდე ხან ევროპარლამენტარებს, ხან ჩვენ პარტნიორებს, ხან მათ აბრალებდე, რომ ომი უნდათ, რომ ისინი არიან „ომის პარტია“.

ევროკავშირი შეიქმნა იმისთვის, რომ კონტინენტზე ომი აღარ ყოფილიყო იმ ევროპულ ქვეყნებს შორის და მართლაც შეძლო ის, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ უზარმაზარ გაერთიანებაში არიან. ეს არის ისტორიულად პირველი ორგანიზაცია, სადაც გაწევრიანება ყველას თავისი ნებით უნდა არა იმიტომ, რომ ვიღაც თავში გირტყამს და გაძალებს, ან ამას სხვადასხვა ფორმით გაძალებს, არამედ იმიტომ, რომ ხალხს უნდა. ჩვენ ვართ ამის მაგალითი. ჩვენ ხალხს უნდა. მთავრობა ასრულებს, თუ არ არ ასრულებს ამ რეკომენდაციებს კომისია თავისას იტყვის, შუალედური უკვე უკვე შეფასება მისცა, მე ამას აღარ დავუბრუნდები. აქ მთავარი არის გზავნილი, რომელიც მე მუდმივად მესმის, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლებს ვხვდები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას მმართველი პარტიის უმრავლესობიდან, მთავრობიდან არავინ დაესწრო. მისი თქმით, „არავინ იკადრა, რომ აქ მოსულიყო“.

„დავუბრუნდეთ ევროკავშირს, ევროკავშირის გზავნილი ყველა ფორმით,რაც ასევე საჯაროდ გავიგონეთ, არის ის, რომ „ერთი პოზიტიური სიგნალი მაინც მოგვეცით ამ წლის ბოლომდე“. ყველაფერი ღია არის და ჩვენ რეალურად ვგრძნობთ, რომ ევროკავშირში გათვითცნობიერებულია ის აზრი, რომ არ შეიძლება რუსეთს ხელში მისცე რომელიმე ფორმის გამარჯვება და ეს ერთგვარად იქნება გამარჯვება, თუ საქართველოს არ მიეცემა [კანდიდატის სტატუსი]. მე მგონი, ეს სრულიად გათვითცნობიერებულია, მაგრამ რაღაც პოზიტიური სიგნალი მომეცი იმისთვის, რომ მე ეს შევძლო და გაგიფორმო და პირიქით, ანტისიგნალები არ მომცე,როგორიც არის რუსული კანონი, ცესკო-ს კანონი,თავის დროზე, როგორიც იყო მოსმენების კანონი და ა.შ. ე.ი. ის გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღო, რომელიც იქნება ჩემთვის კონტრსიგნალი. ჩემი როლიც იმაშია, რომ ყველა ნაბიჯზე, მართალია მე ვერ ვაჩერებ იმ ბერკეტით, რომ არ მაქვს მაქვს ის ხმები, პარლამენტს არ აქვს ის ხმები, რომ შეეწინააღმდეგოს და ეს კანონები დაძლეული არ იყო. ვიცი, რომ მომავალ კვირას კიდევ დაძლევენ ცესკო-ს კანონს, მაგრამ მე აქ შემომაქვს იგივე ის პრინციპები, რომელსაც ევროპა ჩვენგან ელოდება, რომ არ შეიძლება ეს ნაბიჯები მიიღო. აქ ხალხის როლი არის უზარმაზარი. ხალხმა ხომ შეძლო, მე აღარც დამჭირდა იმ კანონზე ვეტოს ბოლომდე მიტანა, რადგან ხალხმა თავ თავისი სათქმელი[თქვა], რეალურად გაიმარჯვა ხალხმა და არა მხოლოდ აქ გაიმარჯვა, იმიტომ, რომ დღეს, ყველაფრის მიუხედავად კიდევ თუ გვაქვს მთლიანი შანსი, ეს არის ხალხის დამსახურება, იმ რამდენიმე კადრის დამსახურება,რომელიც ყოველ შემთხვევაში მთელ ევროპაში გავრცელდა და ალბათ, მსოფლიოში. დიდი მადლობა მათ, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არაფერს არ აქვს უფრო დიდი ძალა. თუ არა, ხალხს“-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა