პრეზიდენტი - უკრაინაში ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა - ნეგატიურად იმოქმედა ხელისუფლების რიტორიკამ, ევროკავშირთან რიტორიკის პრობლემებმა

ჩემი [უკრაინაში] ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა - რიტორიკის პრობლემები ევროკავშირთან, ხელისუფლების რიტორიკა - ამან ნეგატიურად იმოქმედა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ ჩავიდა უკრაინაში.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მისი და ზელენსკის ადმინისტრაციების ურთიერთობა გრძელდება.

„რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, ყველამ იცის, რომ მე ჩამოვიყვანე აქ ზელენსკი. ევროკავშირში ავიწყდებათ, რომ ჩვენი „ტრიოცაა“ შექმნილი. გვეუბნებოდნენ, „ტრიოს“ ნუ „აწვებით“, რადგან აღმოსავლეთის პარტნიორობა არსებობს და ეს არის მთავარი ფორმატიო. მაგრამ ის ფორმატი ცოტა შერყეულია, რადგან ბელარუსი რა ფორმატში უნდა იყოს, გაუგებარია. ამიტომ, ეს ურთიერთობები გრძელდება. ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა. მე რომ უკრაინაში ჩავდივარ, საქართველო ჩადის, ეს პერსონალური ჩასვლა არაა. რიტორიკის პრობლემები რაც გვაქვს ევროკავშირთან, ხელისუფლების რიტორიკა - ამან ნეგატიურად იმოქმედა. ჩვენი კულტურა იყო, რომ შენი მეგობარი როცა ომშია, მასთან არაფერს არჩევ, მის გვერდით დგახარ. ეს არის ჩემი პოზიცია და მგონია, რომ ეს უნდა იყოს ხელისუფლების პოზიცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა სანქციების გვერდის ავლის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროა დამატებითი თანამშრომლობა, რათა „შავი ხვრელები“ არ გაჩნდეს.

„სანქციებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არისო, რაც დასკვნა [სანქციების კოორდინატორებისგან] მივიღეთ, მაგრამ დასრულებული არაფერია. სანქციების პრობლემა ისაა, რომ ყოველდღიური ზედამხედველობა და ყოველდღიური გამკაცრება უნდა. ამიტომ ალბათ, საჭირო იქნება დამატებითი ტრენინგები, დამატებითი თანამშრომლობა. როგორც ვიცი, შემოგვთავაზეს დამატებითი თანამშრომლობა, რათა დაგვეხმარონ, რომ შავი ხვრელები და საგანგაშო მდგომარეობა არ გაჩნდეს. საჰაერო მიმოსვლა, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რაც საყურადღებოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა,

გარდა ამისა, პრეზიდენტს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, არის თუ არა საქართველო დღეს უფრო ძლიერი თავდაცვისუნარიანობის კუთხით, ვიდრე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე იყო, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ამ კითხვაზე დუმილს ამჯობინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის