პრეზიდენტი - ყურადღებით ვადევნებ თვალს, რაც კინო სექტორში ხდება, ეს არის საბჭოთა წესების გაგრძელება - ჩვენთან ვერ ეგუებიან იმას, რომ რეიტინგი ჩადის, გარანტირებული აღარ არის არჩევნების მოგება და იწყება თავდავიწყება

ყურადღებით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება და არამხოლოდ კინო სექტორში - ესაა გაგრძელება საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ არცერთი რეჟიმის პირობებში, - ასე ეხმიანება პრეზიდენტი კინოცენტრთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

ზურაბიშვილმა კინოცენტრთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კონტექსტში აღნიშნა, რომ საქართველოში როცა ხელისუფლება გრძნობს, მისი მხარდაჭერა შერყეულია და არჩევნების მოგება გარანტირებული აღარაა, ამას ვერ ეგუებიან და „იწყება თავდავიწყება“.

„მე კონსტიტუციით ვარ ყველა უფლების დაცვის გარანტორი, ამიტომ ეს ყველაფერი მეხება და ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება და არამხოლოდ კინო სექტორში. ეს არის გაგრძელება იმ საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ და არ გამოვსულვართ არც ერთი რეჟიმის დროს. ვიღაცამ არ მოიტანოს ახლა ის, რომ მანამდე, წინა ხელისუფლება ამაში იყო უმწიკვლო და დღეს არის... არ მთავრდება ეს, როგორც კი ხელისუფლება შედის თავის მმართველობის იმ პერიოდში, როცა გრძნობს, რომ შეიძლება მისი ლეგიტიმურობა, ხალხში მხარდაჭერა ცოტა შერყეულია, რაც ბუნებრივია დემოკრატიულ სისტემაში. არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მთავრობა და ხელისუფლება თუ არის რამდენიმე წელი ხელისუფლებაში, ჩადის მისი რეიტინგი, ჩვენთან ვერ ეგუებიან ამას, რომ რეიტინგი ჩადის, გარანტირებული აღარ არის არჩევნების მოგება და მერე იწყება თავდავიწყება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს