პრეზიდენტი - მიმაჩნია, რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, სააკაშვილს უნდა ჰქონდეს თუნდაც ელექტრონული სამაჯური, ასევე მიმაჩნია, რომ სასჯელი უნდა მოიხადოს და დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს

მიმაჩნია, რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, მას[მიხეილ სააკაშვილს] უნდა ჰქონდეს ის პირობები, რაც სხვა ქვეყნებში ნორმალურ პირობებად არის მიჩნეული, თუნდაც ელექტრონული სამაჯური, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის სასჯელი უნდა მოიხადოს და სწორედ დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას - აპირებს, თუ არა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას და დაუბრუნებს, თუ არა მას საქართველოს მოქალაქეობას.

პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი.

მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩემი პოზიცია არაერთხელ ვთქვი, რაც გვარამიას კაზუსი არ არის. [ჩემი პოზიცია] განპირობებულია იმით, რომ ამ საკითხზე საზოგადოება ნამდვილად არის ორად გაყოფილი. ნამდვილად არის საზოგადოების ნაწილი, რომელმაც ის 9 წელი სხვადასხვა ფორმით და კუთხით განიცადა და არ მგონია, რომ შემიძლია მათ მაგივრად შევიწყალო - რაც მოხდა 9 წლის მანძილზე, თუნდაც პენიტენციურ სისტემაში, რაც ამ შემთხვევაში და ამ ბრალდებებში გვარამიას საკითხთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული. მე ასევე ვთქვი, მიმაჩნია, რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, მას უნდა ჰქონდეს ის პირობები, რაც სხვა ქვეყნებში მიჩნეულია, როგორც ნორმალური პირობები, თუნდაც ელექტრონული სამაჯური, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის სასჯელი უნდა მოიხადოს და ამ შემთხვევაში სწორედ დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ძალაში მის მიერვე ნათქვამი „არა და არასდროს“, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „თქვენ გამოიტანეთ დასკვნა“.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა