რიტორიკა უთუოდ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს არის მიუღებელი რიტორიკა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული წარსული და რომლის თაობები მოდიოდა იმით, რომ ევროპული ღირებულებები იყო ჩვენი ღირებულებები. რაც ლგბტ-ეს ეხება - ჩვენი არიან კინტოები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ამასთან, კითხვას, რომელიც ლგბტ პროპაგანდის საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების შესახებ პრემიერის განცხადებას შეეხებოდა, პრემიერმა ასე უპასუხა: „ვეტო, ვეტო“.
„ერთ-ერთი სირთულე ამ გზაზე არის რიტორიკა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. რიტორიკა არის წარმოუდგენელია, ყველაფერს ამძაფრებს, ვრცელდება მთელ ევროკავშირში. ყველა ყურადღებითაა ჩვენ მიმართ და თუნდაც ქართულად იყოს ნათქვამი, ყველაფერი კარგად ესმით. რიტორიკა უთუოდ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს არის მიუღებელი რიტორიკა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული წარსული და რომლის ყველა თაობები მოდიოდა იმით, რომ ევროპული ღირებულებები იყო ჩვენი ღირებულებები. რაც ლგბტ-ს ეხება, ჩვენი არიან კინტოები!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მიუღებელია ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა“. მისი თქმით, საქართველოში ეს ტაბუდადებული თემა უნდა იყოს და შეიძლება, საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს.