შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.

შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერისთვის. ამ კუთხით, მან ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში" - მნიშვნელობაზე.

შალვა პაპუაშვილმა, აგრეთვე, ისაუბრა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის თქმით, მისი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოფიციალური შეხვედრების გამართვის თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ მან მოინახულა საოკუპაციო ხაზი და ევროპის საბჭოს სოლიდარობა გამოხატა ადგილობრივი მოსახლეობისადმი.

გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესი. მისი თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის არაერთი საკითხი ევროპის საბჭოს მანდატს განეკუთვნება და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის