სერგო ჩიხლაძე - ევროკომისარმა მკაფიოდ თქვა, რომ სამი რეკომენდაციაა მხოლოდ შესრულებული, ეს არის ძალიან ცუდი შედეგი - ყველაფერი „ქართულ ოცნებაზე“ იქნება დამოკიდებული

ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სამი რეკომენდაციაა მხოლოდ შესრულებული. ეს არის ძალიან ცუდი შედეგი - ყველაფერი „ქართულ ოცნებაზე“ იქნება დამოკიდებული, ერთი მხრივ, რეკომენდაციების შესრულებაზე, მეორე მხრივ კი, მათ პოლიტიკურ გზავნილებზე, ისინი ანტიდასავლურად იქნებიან განწყობილები და პრორუსულად, თუ შეიცვლიან ამ რიტორიკას,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა.

მისივე თქმით, ოპოზიციის როლია, მოუწოდოს და აიძულოს ხელისუფლება, რომ რეფორმები გაატაროს.

„ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სამი რეკომენდაციაა მხოლოდ შესრულებული. შესაბამისად, 9 შესასრულებელია. ეს არის ძალიან ცუდი შედეგი, წელიწადზე მეტია გასული და სამ რეკომენდაციაა მეტ-ნაკლებად შესრულებული. ძირითადი ნაწილი შეუსრულებელია, იგივე დეპოლარიზაცია, მედია, სასამართლო, საარჩევნო რეფორმა....ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ გამოეცალა საფუძველი, როდესაც ის ამბობს: „ყველაფერი შევასრულეთ“, „გადაჭარბებით შევასრულეთ“. ევროკომისიამ და ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უთხრა, რომ სამია შესრულებული, დანარჩენი გასაკეთებელია. გასაგებია, რომ ეს 4 ივლისამდე ვერ მოესწრება, იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეული რეკომენდაციები ოქტომბრამდე შესრულდება. ოქტომბერ-ნოემბერი კრიტიკულია. ყველაფერი „ქართულ ოცნებაზე“ იქნება დამოკიდებული, ერთი მხრივ, რეკომენდაციების შესრულებაზე, მეორე მხრივ, მათ პოლიტიკურ გზავნილებზე, ისინი ანტიდასავლურად იქნებიან განწყობილები და პრორუსულად, თუ შეიცვლიან ამ რიტორიკას.

ოპოზიციის როლია ის, რომ მოუწოდოს ხელისუფლებას და ყველანაირად აიძულოს, რომ გაატაროს ეს რეფორმები. ოპოზიცია, როდესაც მთავრობაში მოვა, მაშინ იქნება ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ოპოზიცია ვერც სასამართლო და ვერც საარჩევნო რეფორმას ვერ ჩაატარებს, ვერც პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს, ეს ხელისუფლების გასაკეთებელია, ოპოზიციის როლია, რაც შეიძლება მწვავედ აიძულოს ხელისუფლება გააკეთოს ეს ყველაფერი, რასაც ვერ გააკეთებს, ამაზე ისაუბროს. ეს არის ყველა ქვეყანაში ოპოზიციის როლი და ვფიქრობთ, ძალიან კარგად ვასრულებთ“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის