ანა დოლიძე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქალთა გაძლიერების მიმართულებით დიდი ტყუილია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქალთა გაძლიერების მიმართულებით დიდი ტყუილია,- ამის შესახებ განცხადება პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მან „ფეისბუქის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში მისვლის კადრები გაავრცელა და აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაური ყველას მიესალმა საკუთარი გუნდის წევრი ქალების გარდა, რაც აჩვენებს, მმართველი ძალის რეალურ დამოკიდებულებას ქალების მიმართ.

„როგორი ცუდი საყურებელია ეს სცენა. ხელისუფლება გვესაუბრება ქალების გაძლიერებაზე, პოლიტიკაში მათ ჩართულობაზე და მნიშვნელობაზე. რეალობაში ყველაფერი პირიქითაა, ამას მოწმობს ეს კადრები. ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, ღარიბაშვილმა არაფრად ჩააგდო მისივე გუნდის წევრი ქალები, ყველას მიესალმა მათ გარდა. „ქართული ოცნების“ პროტოკოლმა კი „იზრუნა“ იმაზე, რომ ქალები უკანა რიგებში დამსხდარიყვნენ, მამაკაცების უკან. ამიტომაც არის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქალთა გაძლიერების მიმართულებით დიდი ტყუილი“, - აღნიშნავს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა