ირაკლი კობახიძე - „თავდაცვის კოდექსი“ საბოლოო ჯამში, აუცილებლად იქნება მიღებული - რაც შეეხება „გირჩს“, როცა თან სოჭისკენ იქაჩები, თან „თავდაცვის კოდექსს“ ბლოკავ, ეს ყველაფერზე მეტყველებს

„თავდაცვის კოდექსი“ სჭირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას - „თავდაცვის კოდექსი“ აუცილებლად იქნება მიღებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი პარტია განხილვებისთვის მზადაა.

„ჩვენ მზად ვართ „თავდაცვის კოდექსის“ ირგვლივ განხილვებისთვის. გაიმართება ეს განხილვა. რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, ჩვენ განვიხილავთ „თავდაცვის კოდექსს“. ამ კოდექსის მიღება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ თავდაცვის სისტემა გაძლიერდეს. რაც შეეხება „გირჩს“, როცა თან სოჭისკენ იქაჩები, თან „თავდაცვის კოდექსს“ ბლოკავ, სარეზერვო სისტემას და გაწვევის სისტემას ბლოკავ, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ან იქ არ უნდა იქაჩებოდე ან ეს არ უნდა დაბლოკო. „თავდაცვის კოდექსი“ სჭირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ განხილვებისთვის, „თავდაცვის კოდექსი“, საბოლოო ჯამში, აუცილებლად იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს