ირაკლი კობახიძე - მახსოვს საჯარო განცხადებები, რომლებსაც უცხოელი აგენტები, მარგველაშვილი და სხვები აკეთებდნენ დაჩქარებულ მილიტარიზაციასთან დაკავშირებით - ეს განცხადებები მეორე ფრონტის ამოცანას ემსახურებოდა

მახსოვს საჯარო განცხადებები, რომლებსაც აკეთებდნენ უცხოელი აგენტები, იგივე მარგველაშვილი და სხვები, დაჩქარებულ მილიტარიზაციასთან დაკავშირებით, დაწყებული ომის ფონზე. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს განცხადებები ემსახურებოდა მეორე ფრონტის ამოცანას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან სამხედრო გაძლიერების შემოთავაზების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული და განაცხადა, რომ ვერ შევა მსჯელობაში იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აარიდა საქართველოს პრეზიდენტმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თავი, როდესაც იგივე საკითხი სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწვეულ პრესკონფერენციაზე დაისვა.

„ზოგადად, ძალიან ბევრ კითხვას გაექცა სალომე ზურაბიშვილი და ეს იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომელზე პასუხსაც მან თავი აარიდა. მე ახლა ვერ შევალ ამის განსჯაში, რატომ გააკეთა ეს სალომე ზურაბიშვილმა. მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ალბათ, არ გასცემს ამ კითხვას პასუხს.

ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა 2012 წლის შემდეგ არის ფუნდამენტურად გაუმჯობესებული. თქვენ გახსოვთ 2008 წელს ორდღენახევარში წააგო სააკაშვილმა ომი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ჩვენ გვყავდა საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები და ძალიან დიდი შემართების მქონე ჯარისკაცები, იმის გამო, რომ გიგი უგულავა იყო იმ ომის სარდალი, ორდღენახევარში წააგეს ომი. ამის შემდეგ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ფუნდამენტურად გაძლიერდა - სისტემა არის მოწესრიგებული, უგულავა აღარ არის, მადლობა ღმერთს, ჯარის სარდალი. რა თქმა უნდა, გაგრძელდა ჩვენი ჯარის წვრთნა და აღჭურვა, შეიარაღების კუთხითაც. ჩვენი ჯარი არის დღეს ბევრად უკეთ მომზადებული, ვიდრე იყო 2012 წელს. მათ შორის, ჩვენ გვაქვს მკაცრად დაცული სტანდარტი, რომელიც დაფინანსებას უკავშირდება, ყოველწლიურად იზრდება ჯარის დაფინანსება. ეს არის რეალობა. იმისთვის, რომ ჩვენ ვაკმაყოფილებდეთ იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც ჩვენი ზომის ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავდაცვისუნარიანობის კუთხით, ამისთვის ყველაფერი კეთდება“,- განაცხადა კობახიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის