პაატა მანჯგალაძე - მესამე კლასის დონეზეა „ქართული ოცნება“ - ოპოზიცია კი არ ვუშლით ხელს ბნელ დერეფნებში, ბნელი ტვინები უშლით

„ოპოზიცია გვიშლის ხელს ბნელ დერეფნებში“- ესაა „ქართულ ოცნების“ პროპაგანდა, ოპოზიცია კი არ ვუშლით ხელს ბნელ დერეფნებში, ბნელი ტვინები უშლით ხელს, ამიტომ აქვთ 12- დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია შესრულებული, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა კობახიძის მიერ დაანონსებულ პრესკონფერენციას 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ 3 რეკომენდაციაა შესრულებული.

"მესამე კლასის ეტაპზე ვართ. მესამე კლასში შეიძლება ჰქონდეს ბავშვს იმის განცდა, რომ მაინც მაღალი ნიშანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ 12 დავალებიდან მხოლოდ 3 დაწერა, მესამე კლასის დონეზეა "ქართული ოცნება". 9 მაინც გვქონდეს შესრულებული და 3 დარჩენილი. 3 - ია შესრულებული და ამას ვარჰეი ეუბნება, ხომ იძახიან, ვარჰეი ჩვენი მეგობარია, უნგრელია, გლობალური ომის ძალების წარმომადგენელი არ არის, რატომ არ უთხრეს ვარჰეის, 12 - ვე შესრულებული გვაქვს და ვინ მოგატყუათო. საერთოდ არ ჰქონია "სტრატეგია აღმაშენებელს" ვარჰეისთან შეხვედრა, თვითონ შეხვდნენ, რატომ არ უთხრეს, ვერ აუხსნეს? "ოპოზიცია გვიშლის ხელს ბნელ დერეფნებში"- ეს პროპაგანდა აქვთ და ოპოზიცია კი არ უშლით ხელს ბნელ დერეფნებში, ბნელი ტვინები უშლით ხელს "ქართული ოცნების", რადგან 12- დან 3 აქვთ შესრულებული წელიწად-ნახევრის განმავლობაში,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს