ლევან დავითაშვილი - ხელისუფლებამ აჩვენა, თუ რამდენად საიმედო პარტნიორია დასავლეთისთვის სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის კუთხით, საქართველომ დაიმსახურა მადლობა

საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, თუ რამდენად საიმედო პარტნიორია დასავლეთისთვის სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის კუთხით, საქართველომ დაიმსახურა მადლობა ძალიან მკაფიო და პირდაპირ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული თემით სპეკულირება უპასუხისმგებლობაა.

„თქვენ მოისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიერ თუ როგორ ხდება სანქციების გვერდის ავლის მცდელობების აღკვეთა და შესრულება. ეს არის უმაღლესი წარმომადგენლების ერთ-ერთი მკაფიო პოზიცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ასეთ გადაწყვეტილებებს და ოფიციალური პირების განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, თუ რამდენად საიმედო პარტნიორია დასავლეთისთვის სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის კუთხით, საქართველომ დაიმსახურა მადლობა ძალიან მკაფიო და პირდაპირ. ვფიქრობ, ამ თემით სპეკულირება უბრალოდ უპასუხისმგებლობაა, ხშირ შემთხვევაში, ვხედავთ ასეთ პროცესებს, ოპოზიციონერები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სამწუხაროა, მაგრამ ისევ საქართველოში პოლიტიკური ძალები ახერხებენ, შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორები, უცხოელები და ა.შ. თუმცა, ოფიციალურ კომუნიკაციას და ოფიციალურ ინფორმაციას დავეყრდნოთ. საქართველომ დაიმსახურა მადლობა, საქართველომ რომ არ მოინდომოს და არ არსებობდეს ის სისტემები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, შეიძლებოდა გამოყენებულიყო სანქციების გვერდის ავლის კუთხით და ეს პასუხისმგებლობა საქართველოსი არ იქნებოდა. ჩვენ არც ერთი ფაქტი სანქციების დარღვევასთან დაკავშირებით არ მიგვიღია, ჩვენ პირიქით, ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებთ, მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ და ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ, ეს კარი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გახსნილია სანქციების შემოღების პირველივე დღიდან და ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან. ნებისმიერი ასეთი განცხადება კონკრეტულ ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს, ძალიან მკაფიო განცხადებები და შეფასებები გაკეთდა ყველა მხარის მიერ, რომელმაც სანქციები შემოიღო და რომლის შესრულებაშიც, საქართველო, როგორც ღირსეული პარტნიორი ეხმარება, ეს არის ევროკავშირი, ბრიტანეთი და ა.შ.“, - განაცხადა დავითაშვილმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა