დუნია მიატოვიჩმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, თბილისის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია, დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილან პირისპირ შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ადამინის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის და ძალადობის პრევენციის საკითხებს.
„აღინიშნა, რომ მიუღებელია ძალადობის და დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.