მიხეილ სააკაშვილი - მომეცით საშუალება დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ - მე - რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ თუ გინდათ, რომ არსად გაგექცეთ - ვითხოვ ერთადერთს - ღია კამათს!

მომეცით საშუალება დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ - მე. თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელსაც კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი.

„მინდა ვუთხრა ჩემ მეგობარ უკრაინელებს, მე ვარ უკრაინის საპატიო მოქალაქე, რა თქმა უნდა, ქართველი და ვამაყობ იმ ქართველებით, რომლებიც იცავენ უკრაინას და ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით, ჩემი უშუალო ხელმძღვანელით, პრეზიდენტ ზელენსკით. დიდი მადლობა მას მხარდაჭერისთვის. რატომ გეშინიათ, ღია მიმართვა რომ იყოს, მომეცით საშუალება დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ - მე. თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ. რატომ ეშინიათ იმისა, რომ სააკაშვილს ღიად შეხვდნენ დებატებში, ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ - მე ვარ მართალი, ჩვენი გზა იყო სწორი, თუ - თქვენი გზაა სწორი, ეს ჩიხია უბედურება, თუ ჩვენ გვჭირდება სხვა ახალი რაღაც, ეს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს. ნუ ართმევთ ქართველ ხალხს საშუალებას, თვითონ გააკეთონ არჩევანი, ღია დებატებში შევიდე, ღია თამაშში შევიდე... ვითხოვ ერთადერთს - ღია კამათს! ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ გადაწყვიტოს, ვინ არის ჩვენ შორის მართალი. ვისაც ეშინია პოზიციის გამოხატვის, მე გეუბნებით, ნუ გეშინიათ ხალხნო, ვერაფერს დაგაკლებენ, თქვენ ხომ იცით, რომ ძალიან ბევრი მომხრე მყავს პირადად მე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის