საქართველოს ვერავინ ვერ გაარუსებს, საქართველო დარჩება ქართულ მაგარ ქვეყნად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ჩამოშლის პირასაა და საქართველოსთვის იხსნება წარმოუდგენელი შესაძლებლობები.
„საქართველოს ვერავინ გაარუსებს, საქართველო დარჩება ქართულ მაგარ ქვეყნად და საქართველო იქნება 5-ჯვრიანი დროშის ქვეშ, ეროვნული დროშის ქვეშ ძალიან ღირსეული, წამყვანი სახელმწიფო ჩვენი რეგიონის.
რუსეთის დაშლის დრო დგება, წკიპზე არის რუსეთი, ჩვენ უნდა ვიყოთ ახლა მაგარ ფორმაში, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს დრო, რაც დავკარგეთ და ჩვენ ვერავინ ვერ უნდა წაგვართვას მომავალი.
მომეცით საშუალება პოლიტიკურ დებატებში ღიად მონაწილეობის და ყველაფერი გაირკვევა. რუსეთში ყველაფერი წკიპზეა, საქართველოს ეხსნება წარმოუდგენელი შესაძლებლობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.