გიორგი სააკაშვილი - როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი სიმულიანტობს, საზოგადოებამ იხილა კადრები, უნდა იმოქმედოს მსოფლიო თანამეგობრობამ

ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, მაინც იმედს ვიქონიებ - ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი თუნდაც სიმულიანტობს , - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, როდესაც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

გიორგი სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საზოგადოებამ დღეს სასამართლოში იხილა, როდესაც ის სხდომას 7 ნოემბრის საქმეზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო.

“დღეს, რაც ვიხილე, ნამდვილად გადააჭარბა ყოველგვარ ზღვარს. ყოველდღიურ ინფორმაციას ვფლობ, რა მდგომარეობაშია, მაგრამ ვიზუალურად მართლა ძალიან მძიმე სანახავია. მართლაც, როდემდე უნდა გაგრძელდეს მთავრობის ასეთი მიდგომა, რომ ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ ადამიანს. ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, მაინც იმედს ვიქონიებ - ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი თუნდაც სიმულიანტობს, ყველაფერი თურმე შეთითხნილია. როგორ მდგომარეობაშიც იმყოფება კიდევ ერთხელ შეხედეთ. დარწმუნებული ვარ, სრულიად საზოგადოებამ იხილა დღევანდელი კადრები. მართლა უნდა იმოქმედოს მსოფლიო თანამეგობრობამ, რომ მიშა სააკაშვილი ასეთ მდგომარეობას ავაცილოთ, რაც შეიძლება მალე”, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს