არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე - ცდილობდნენ, წინასწარ ძირი გამოეთხარათ მომდევნო არჩევნებისთვის - ცვლილებებით საარჩევნო ადმინისტრაცია არ იქნება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი

ოპოზიციამ პრაქტიკულად ცესკო გადაიყვანა 6 თვიან სერიებში, როცა ყოველ 6 თვეში საარჩევნო ადმინისტრაცია ხდებოდა და უნდა გამხდარიყო პოლიტიკური ვაჭრობის საგანი - ცდილობდნენ, ძირი გამოეთხარათ მომდევნო არჩევნებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიას სჭირდება სტაბილური და ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც პარტიების ვაჭრობის საგანი არ არის.

"თავის დროზე "ქართულმა ოცნებამ" გავითვალისწინეთ ოპოზიციის და მედიატორების შემოთავაზება და არგუმენტები, რომ საჭირო იყო ცესკოს კონსენსუსით დაკომპლექტება. გახსოვთ, ოპოზიციამ არ მიიღო ამ შეთანხმებაში მონაწილეობა და სამი თვე ქართულად ასრულებდა შეთანხმებას. არც ამას დასჯერდნენ, ამის შემდეგ ყველაფერი გააკეთეს, რომ დაებლოკათ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესი და პრაქტიკულად ცესკო გადაიყვანეს 6 თვიან სერიებში, როცა ყოველ 6 თვეში საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო ხდებოდა და უნდა გამხდარიყო პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ამან გამოიწვია უკიდურესი არასტაბილურობა და საფრთხე, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ეს გამხდარიყო ოპოზიციის სპეკულირების მთავარი საკითხი, რომ თითქოს ცესკო არ იყო დაკომპლექტებული, ცდილობდნენ ასე წინასწარ ძირი გამოეთხარათ მომდევნო არჩევნებისთვის. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით და ევროპული გამოცდილების ხელახლა დამუშავებით და განხილვით შემოვიტანეთ ცვლილები, რომ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც არ იქნება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დასძლია.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33 - წევრმა მისცა.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის