პრეზიდენტმა ისრაელის ტრანსპორტის მინისტრთან ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ტრანსპორტის მინისტრთან ქვეყნებს შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მირი რეგევმა, რომელიც საქართველოს, პრეზიდენტის მოწვევით, თბილისის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია, დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

„საუბარი შეეხო როგორც ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების, ასევე, ისრაელის საზღვაო პორტებს და საზღვაო სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, ხაზი გაესვა პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას.

ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს, წლის ბოლოს ისრაელში ვიზიტთან დაკავშირებით, ისრაელის პრეზიდენტის მიწვევა გადასცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა