პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასა და საპარლამენტო საქმიანობას შეეხო.
„დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს და მისი შესაძლებლობების ფარგლებში, მზად არის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დახმარება გაუწიოს.
შალვა პაპუაშვილმა კომისარს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.