რამაზ საყვარელიძე - ზელენსკიმ თუ რამე შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, ომი ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ თუ შეძლებს, შეიძლება ესეც გააკეთოს - სააკაშვილს ითხოვენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სააკაშვილი უნდათ, დასაყვედრებელი თემა სჭირდებათ

ძალიან ბევრი ლაქა აქვს და ძნელია ზელენსკის მოტივაციის გარკვევა. ზელენსკის მდგომარეობაში პარტნიორებს ეძებენ და არა მეტოქეებს, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას ურჩევს.

როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საქართველოსა და უკრაინას შორის შეცვლილი დამოკიდებულება არ იწყება ვოლოდიმირ ზელენსკიდან.

მისივე თქმით, უკრაინამ პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს ის პოლიტიკოსები მიიღო, რომლებიც საქართველოში იდევნებოდნენ.

„პირველი დღიდან საქართველოზე დასმული იყო ჯვარი, რომ საქართველოზე ყოფილიყო უკმაყოფილების ტალღები, ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე მიზეზით. თუ რამე შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, ომი ჯერჯერობით არ გამოუცხადებია, მაგრამ თუ შეძლებს, შეიძლება ესეც გააკეთოს.

უკრაინამ პოროშენკოს დროს იმ პოლიტიკოსების ბრიგადა მიიღო, რომლებიც საქართველოში იდევნებოდნენ, სააკაშვილის ხელმძღვანელობით. მიიღო, დაასახლა, მოუარა და მოთხოვნაზე უკრაინის მხრიდან რეაქცია არ ყოფილა. ასე რომ, საქართველოს მიმართ ეს დამოკიდებულება არ იწყება ზელენსკიდან. მემკვიდრეობით გადავიდა ზელენსკისთან პუტინის ხელშეწყობით.

მიხეილ სააკაშვილს კიდევ უფრო მძიმე ვიზუალი ჰქონდა ადრე. ერთ-ერთი არგუმენტი აქვთ, რომ უკრაინის მოქალაქეა. სააკაშვილს კი ითხოვენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სააკაშვილი უნდათ, უფრო დასაყვედრებელი თემა სჭირდებათ. სააკაშვილი დასაყვედრებელ თემად ძალიან მომგებიანია - „აი, ხელისუფლება სააკაშვილს აწამებს“,- განაცხადა საყვარელიძემ.

მან, ასევე, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ხელისუფლებას დებატებს სთავაზობს. საყვარელიძის თქმით, არ არის ეს პრაქტიკა მიღებული, რომ ჩვეულებრივი ადამიანების სურვილი დებატებზე დაკმაყოფილებული იყოს.

„მოქალაქე სააკაშვილმა მოისურვა დებატები. წარმოიდგინეთ, საქართველოში რამდენი ადამიანი მოისურვებს ხელისუფლებასთან დებატებს. წარმოიდგინეთ, რა რიგი დადგება დებატებზე. არ არის ეს პრაქტიკა მიღებული, რომ ჩვეულებრივი ადამიანების სურვილი დებატებზე დაკმაყოფილებული იყოს. ამისთვის არიან პარტიები, პარტიების ერთმანეთთან კამათი და ა.შ.“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის