ლაშა ტუღუში - ზელენსკიმ ძალიან რბილი ტონით, თხოვნით დაიწყო სააკაშვილზე საუბარი, ახლა მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ ის მნიშვნელოვნად მკვეთრია, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოსთან მიმართებით წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს

ზელენსკიმ ძალიან რბილი ტონალობით, თხოვნით დაიწყო ამაზე [მიხეილ სააკაშვილზე] საუბარი და სამწუხაროდ, მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ ის მნიშვნელოვნად მკვეთრია, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოსთან მიმართებით რაღაც წითელი ხაზები არ გადაულახავს, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის დირექტორმა“, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, უკრაინა საქართველოსაგან მეტ თანადგომას ელოდება.

„მან ძალიან რბილი ტონალობით დაიწყო ამაზე საუბარი. თხოვნით, მერე ცოტა დაჟინებული თხოვნით და სამწუხაროდ, მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ ის მნიშვნელოვნად მკვეთრია, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოსთან მიმართებით რაღაც წითელი ხაზები არ გადაულახავს, იმიტომ რომ მას ძალიან კარგად ესმის, თუ რა არის დღეს საქართველო, ამ პერსპექტივაში რა იქნება საქართველო უკრაინისთვის“, - განაცხადა ტუღუშმა.

რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილს, ტუღუშის თქმით, დღევანდელი გადასახედიდან სააკაშვილს აქვს დარჩენილი „რაღაც აქტივი“, თუმცა ვერ ხედავს, რომ მას რაიმე „საპირწონე პერსპექტივა“ ჰქონდეს.

„ასეთ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს, ასეთ კონდიციაზე ნამდვილად ძალიან მძიმე საყურებელია. შეიძლება გქონდეს ანგარიშსწორების განცდა, იყო ნაწყენი, გაბრაზებული და იძახდე, რომ „ახია მასზე“ და რაღაც, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ამას ვამბობდით, რომ ადამიანური მომენტები, ადამიანობა, ვინც არ უნდა იყოს, მის მიმართ რაღაცნაირად გასათვალისწინებელი უნდა იყოს და ამისკენ მოგვიწოდებენ“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

გარდა ამისა, ტუღუში „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ხელმძღვანელობისადმი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებასაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, მელიას პოზიცია მიანიშნებს იმაზე, რომ ენმ-ში შიდა დაპირისპირება გრძელდება და ალბათ, ეს უფრო და უფრო გაძლიერდება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის