ანა ბუჩუკური - ფაქტია, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იდეალური არ არის, მაგრამ ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრასბურგის შეფასება

ფაქტია, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იდეალური არ არის, მაგრამ ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრასბურგის შეფასება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკური აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ უკრაინასთან და სხვა მეგობარ სახელმწიფოებთან ურთიერთობები გაეფუჭებინა.

ბუჩუკური მიიჩნევს, რომ მას უნდა შესძლებოდა აეხსნა უკრაინისთვის და პარტნიორებისთვის „რეალური ვითარება" სააკაშვილთან დაკავშირებით.

„სააკაშვილის საკითხი ჩვენი გუნდისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული და სხვა არაფერი, თუმცა, მისი საკითხი ერთი მხრივ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მეორე მხრივ „ქართულმა ოცნებამ" გახადა მეგობარ სახელმწიფოსთან ფაქტორი, სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ეს არის „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა და „ნაციონალური მოძრაობის" უდიდესი წვლილი, მათი დამსახურებაა ეს ყველაფერი. ზელენსკი თავისი ქვეყნის მოქალაქეზე აკეთებს ამ განცხადებას და ამაში გასაოცარი არაფერია. ეს სირცხვილია "ქართული ოცნების" და ძალიან დიდი წვლილი აქვს "ნაციონალურ მოძრაობასაც". "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები უკრაინასთან და არა მხოლოდ მასთან, უნგრეთის და რამდენიმე სახელმწიფოს გარდა ყველასთან ურთიერთობა აქვს გაფუჭებული, აქამდე არ უნდა მიეყვანა მდგომარეობა და იმის ნდობის ხარისხი უნდა ჰქონოდა, რომ აეხსნა რეალური ვითარება სააკაშვილთან დაკავშირებით. ფაქტია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იდეალური არ არის, მაგრამ ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრასბურგის შეფასება. მან არ მიიჩნია სააკაშვილის მდგომარეობა იმ კონდიციამდე მისულად, რომ მისი გადაყვანა სპეციალური ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან უკვე დაავალა უკრაინაში საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48-საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა