ლევან ბეჟაშვილი - თუ საქართველოს სურს კანდიდატის სტატუსის მიღება, „ქართულმა ოცნებამ“ გვერდზე უნდა გადადოს პოლიტიკური შურისძიების მოტივები და მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება

თუკი საქართველოს სურს კანდიდატის სტატუსის მიღება, „ქართულმა ოცნებამ“ გვერდზე უნდა გადადოს პოლიტიკური შურისძიების მოტივები, მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთელი ამ ომის განმავლობაში „ქართული ოცნების“ რიტორიკა უკრაინის საწინააღმდეგოა. ამასთან ბეჟაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ „მეგობრული სოლიდარობა“ ჩანს იმაშიც, როცა „ქართული ოცნება“ რუსეთს სანქციების თავის არიდებაში ეხმარება.

„როცა ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით პუტინის პირად პატიმარს წამების და არაადამიანური მოპყრობის რეჟიმში ამყოფებს და საზოგადოებამ გუშინ თვალნათლივ დაინახა მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბუნებრივია ის რეაქცია, რაც გუშინ უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ევროპარლამენტარებს. შესაბამისად, „ქართული ოცნებისთვის“ განმსაზღვრელი უნდა იყოს ის შეფასებები, რომელიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან დაავალა უკრაინაში საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის