ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ რაც ვნახე, ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა - ევროკომისიიდან ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლები დახურულ შეხვედრებზე გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტარებს ყურადღება არ მივაქციოთ

გუშინ რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, ერთი ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა და მეორე, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს. ეს ნორმალურია? -ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, საზოგადოება 600 დღის განმავლობაში აცხოვრეს აზრით, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა.

„სააკაშვილის გარშემო 600 დღე ხომ დაგვტანჯეს, საზოგადოება დატანჯეს, ჩვენ მიჩვეული ვართ. 600 დღე ვითომ სააკაშვილი კვდებოდა და საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველდღე. ამაში გვაცხოვრეს 600 დღე, ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ამაში ჩართული. გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, ერთი ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა და მეორე, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს. ეს ნორმალურია? ეს ხომ არაჯანსაღი მოვლენაა, საკუთარ დედას შეაქვს, ეს ხომ ფაქტებია, გაზომილია კალორაჟი, შეგიძლია ზუსტად იგივე მოცულობის საჭმელი შეიტანო მაღალი კალორაჟით“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყურადღება ევროპარლამენტარების შეფასებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მაღალი რანგის თანამდებობის პირი, საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე ეუბნება, რომ ევროპარლამენტარების მოსაზრებებს არ მოუსმინონ, რადგან ისინი გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არ იღებენ.

„კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები რომ გვხვდებიან ჩვენ ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებსო. ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზეო. ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზეა საუბარი, ვისაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის. დახურული შეხვედრაა, ვერ გამოვიტან გარეთ, მაგრამ ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან. საჯაროდ მაგას ვერ იტყვიან, რადგან ევროპარლამენტის მიმართ საჯაროდ ვერ დააფიქსირებენ უპატივცემულობას, მაგრამ გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია, ევროპული საბჭო და არა ევროპარლამენტი, ამას გვეუბნებიან“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს