შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - პრობლემაა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღებას, რომელიც თავდაცვას სჭირდება, ეწინააღმდეგებით

პრობლემაა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღებას, რომელიც თავდაცვას სჭირდება, ეწინააღმდეგებით, - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პაპუაშვილის თქმით, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის განხილვას, დასხდებიან და ძალიან მშვიდად და წყნარად განიხილავენ და მიიღებენ.

„ქალბატონი თეონა (აქუბარდია), საკუთარ თავს უსაფრთხოების ექსპერტს რომ ეძახის, ჩიოდა, სამხედრო ნაწილებში ვერ დავდივარო. აი, სამხედრო ნაწილებში რომ მივა, სერჟანტებსა და გენერლებს დაელაპარაკება და ეტყვის, მე ვეწინააღმდეგებოდი და „გირჩს“ პროცედურულ ხრიკებში ავყევი იმისთვის, რომ კანონის მიღება რამენაირად „გამეწელა“ და კოდექსი არ მიგვეღო, ვნახავ, როგორ ჩახედავს მათ თვალებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პროცესში აქტიურად მონაწილეობს ოპოზიცია, რომელსაც მმართველი გუნდი დროის ხელოვნურად გაყვანაში ადანაშაულებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის