მიხეილ სარჯველაძე იაგო ხვიჩიას - გინდათ, რომ აურზაური მოაწყოთ - გაგცემთ პასუხს „ძველბიჭობასთან“ დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და „გირჩის“ ხელმძღვანელი იაგო ხვიჩია პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაპირისპირების საგანი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გახდა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევასთან, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხება.

როგორც იაგო ხვიჩიამ სხდომაზე აღნიშნა, მიხეილ სარჯველაძე კანონთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას არ აძლევდა.

„გამაგდეთ თუ გაგდებაზეა საუბარი, „ბეზპრიძელი“ გვაქვს მოწყობილი, თუ რა არის?! კომიტეტის თავმჯდომარე ხართ, „ძველი ბიჭი“ ხომ არ ხართ“, - მიმართა იაგო ხვიჩიამ კომიტეტის თავმჯდომარეს.

თავის მხრივ, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იაგო ხვიჩიას კომიტეტის სხდომაზე აურზაურის მოწყობა სურდა.

„გამორთეთ მიკროფონი...გინდათ, რომ აურზაური მოაწყოთ. პაკეტის განხილვა დასრულებულია... არ უნდა ბევრი საუბარი, მომისმინეთ, რასაც ვლაპარაკობ. შესვენება გამოცხადდეს ერთი წუთით და გაგცემთ პასუხს „ძველბიჭობასთან“ დაკავშირებით“, - მიმართა სარჯველაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის