ირაკლი კობახიძე - გაუქმდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ კი გაიზარდა სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე - შესაბამისად, აჭარის ინტერესები იქნება სათანადოდ დაცული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გაუქმების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინსტიტუციური კუთხით არასწორად იყო მოწესრიგებული ურთიერთობები.

მისივე განმარტებით, კონსულტაციების გავლის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ კი გაიზარდა ერთიან სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე.

„რეალურად, ინსტიტუციური კუთხით არასწორად იყო მოწესრიგებული ურთიერთობები. ეს რეალურად საბჭოც არ იყო. მოგეხსენებათ, არის ე.წ. ბორდი საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არის სამეურვეო საბჭო. რაც შეეხება აჭარას, სამეურვეო საბჭოც კი ვერ დაარქვეს, იმდენად არასწორად იყო ჩამოყალიბებული ინსტიტუციურად სტრუქტურა, დაარქვეს მრჩეველთა საბჭო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი სათანადოდ მოწესრიგდა. ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ ჩახედული ამ საკითხში და საბოლოო ჯამში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ გაიზარდა ერთიან სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე. შესაბამისად, აჭარის ინტერესები საზოგადოებრივ მაუწყებელში იქნება სათანადოდ დაცული და გამოხატული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა აღნიშნული საკითხისა, ირაკლი კობახიძემ სხვა თემებზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა, მათ შორის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს.

„ერთადერთი რაც უნდა გაკეთდეს, ოჯახმა უნდა შეიტანოს სათანადო კალორაჟის საკვები. არ შეიძლება ხელოვნურად წონაში კლება იმისთვის, რომ გააგრძელო სპეკულირება. 600 დღე გვატყუებდნენ, რომ თურმე კვდებოდა ეს კაცი ყოველდღიურად. სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოვიდა და აღმოჩნდა, რომ აღარ კვდება, პირიქით, პოლიტიკაში ბრუნდება. ჩვენ მიჩვეული ვართ და არ გვაქვს ამაზე დიდი პრობლემა, თუმცა, ყველას პრობლემაა, მაგრამ საზოგადოება დაღალეს 600 დღე. ახლა უნდათ, თავიდან გააცოცხლონ ეს ყველაფერი. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. მიხეილ სააკაშვილი ღირსეულად უნდა შეხვდეს პატიმრობას, ეს ერთი და მეორე, არ შეიძლება ამდენი ხანი მანიპულირება იმ თემებით, რაზეც მანიპულირება არის უბრალოდ არასწორი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა