გიგა ბოკერია - სტატუსი რომც მივიღოთ გეოპოლიტიკური ნიშნით, მაშინაც ვერ დავუახლოვდებით ნატოსა და ევროკავშირს რეალურად, თუ რეჟიმს არ შევცვლით

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საუბარი ვერ იქნება დასავლეთთან დაახლოებასა და დასავლურ წიაღში დაბრუნებაზე, როდესაც ქვეყანაში „რეჟიმის მიერ დაკვეთილი პოლიტიკური ძალადობის ტალღა გვაქვს“. ამით გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე ჩატარებულ პრესკონფერენცია.

„დასავლეთთან, ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ღია დაპირისპირების ფონზე, თუ ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მივიღებთ არა დემოკრატიული პროგრესის შედეგად, არამედ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, ანუ ივანიშვილის რეჟიმის საქციელის მიუხედავად.

ოღონდ მაშინაც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ვერ გვშველის და ვერ გაგვიყვანს თავისუფლების სამშვიდობოს და ვერ დაგვაახლოებს ვერც ნატოს წევრობასთან და ვერც ევროკავშირთან, სანამ ამ რეჟიმს არ შევცვლით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს