კახა კალაძე - თუ რაიმე წარმატება გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს უკავშირდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, 2012 წლიდან მოყოლებული ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ყველა ნაბიჯი „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად.

„რაც შეეხება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, დღეს ძალიან ვრცელი პრეზენტაცია გაკეთდა ყველა პუნქტთან დაკავშირებით, თუ რა სამუშაოები იქნა შესრულებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რადგან ხშირად ხდება მანიპულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ სტატუსი მივიღოთ. ზოგადად, თუ რაიმე წარმატება გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს. 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე - ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართულობას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას მხოლოდ მიესალმება.

„არაერთხელ გამოვთქვით მზაობა და მივესალმებით მათ ჩართულობას, თუ ამის ნება იქნება, რადგან არსებობს კონკრეტული საკითხები, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლება ვერ შეასრულებს. ამიტომ, თუ მათი მხრიდან ჩართულობის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის