იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე მოთხოვნა არ შესულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, უკრაინას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით ოფიციალურად არ მოუმართავს.

"ექსტრადიციაზე მოთხოვნა არ შემოსულა. ამას გიდასტურებთ", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოში სასჯელს უკრაინის დაახლოებით, 40-მდე მოქალაქე იხდის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი.

კითხვაზე, ყოფილა თუ არა უკრაინის სხვა მოქალაქეების ექსტრადირების ფაქტი, მინისტრი პასუხობს:

"ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაზე ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი მრავალ სახელმწიფოსთან და შესაძლებელია, ყოფილა კიდეც ექსტრადირება. ვერ ვიხსენებ, ვერ გეტყვით ამის შესახებ", - განაცხადა ბრეგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება