ეროვნული ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის მხარდაჭერით ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის განვითარების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში", ეროვნული ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზაციული განვითარების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ღონისძიება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა გახსნეს.

შეხვედრას ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის წევრი კერძო, საჯარო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური ბაზრების განვითარებას.

„სავალუტო ბაზრის მონაწილეების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. USAID-ის მხარდაჭერით წარსულში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფინანსური ბაზრების განვითარებისთვის. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების სამოქმედო გეგმის დღევანდელი პრეზენტაცია. ამასთან, გვსურს დავაანონსოთ მიმდინარე წელს დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების სერია, რომლებიც ასევე USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდება. დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან შვეიცარიელი ექსპერტები ბრუნო ლანგრიცი და მარსელ ციმერმანი, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება, რჩევები და რეკომენდაციები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის სამომავლო განვითარებაში", - აღიშნა მესტვირიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის