გიორგი ბადრიძე - ზელენსკის გადაწყვეტილება არის რეაქცია კონკრეტულ ვითარებაზე და არა ჰაერიდან მოსული ნაბიჯი

უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები დღეს ძალიან არის დაზიანებული. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის რეაქცია კონკრეტულ ვითარებაზე და არა რაიმე ნაბიჯი, რომელიც ჰაერიდან არის მოსული, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა, ყოფილმა ელჩმა, გიორგი ბადრიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ასახავს იმ ვითარებას, რომელიც ორი ქვეყნის ინტერესებს კატეგორიულად არ შეესაბამება.

ამასთან, როგორც გიორგი ბადრიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი უფლებების დაცვაზე ზრუნვა უკრაინის ხელისუფლების ვალდებულებაა.

„უკრაინის გადასახედიდან თუ შევხედავთ, მას ყველა უფლება აქვს, გამოიყენოს ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა საკუთარი მოქალაქის და ზოგადად, საკუთარი ინტერესების დასაცავად. ეს ვითარება სავარაუდოდ არ შეიქმნებოდა ორმხრივი ურთიერთობები უფრო მაღალ, კონსტრუქციულ მდგომარეობაში რომ იყოს, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როდესაც უკრაინული გადმოსახედიდან, საქართველომ რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა არჩია, რითიც საქართველოს ხელისუფლება კიდევაც ტრაბახობს, რომ ამდენი და ამდენი პროცენტით გაიზარდა ჩვენი მთლიანი შიდა პროცენტი და გაიზარდა დიდწილად იმის გამო, რომ საქართველო, ახლა უკვე როგორც რუსეთი ამტკიცებს, არის მთავარი საშუალება რუსეთისთვის სანქციების ბლოკადის გარღვევაში. ასე რომ, შევთანხმდეთ იმაზე, რამდენადაც დასანანი არ უნდა იყოს, მე მიმაჩნია, რომ უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობები სულ სხვანაირად შეიძლება ყოფილიყო. დღეს ურთიერთობები არის ძალიან დაზიანებული. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ასახავს იმ ვითარებას, რომელიც კატეგორიულად არ შეესაბამება ორი ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ ეს არის რეაქცია და არა რაიმე ნაბიჯი, რომელიც არის ჰაერიდან მოსული. ეს არის რეაქცია კონკრეტულ ვითარებაზე, აი, იმ ფონზე, რომელიც მე აღვწერე“, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის