შალვა პაპუაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ფრანსის დრუენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილმა ფრანსის დრუენს მადლობა გადაუხადა ასამბლეის 48-ე სესიის ჩასატარებლად, საქართველოს მასპინძელ ქვეყნად შერჩევისთვის. მისი თქმით, ამ ღონისძიების საქართველოში გამართვა კარგი შესაძლებლობაა ასამბლეის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად, კულტურული გაცვლებისა და ფრანგული ენის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად.

შალვა პაპუაშვილმა, ასევე მადლიერება გამოხატა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

შეხვედრას, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი ესწრებოდა.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესია ბიუროს სხდომით დღეს გაიხსნა და 8 ივლისამდე გაგრძელდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა