შალვა პაპუაშვილი - ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება არის ის, რაც ახლა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის, ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება არის ის, რაც ახლა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის, ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ,,ტვიტერში” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებას ეხმიანება - საქართველოს ელჩის უკრაინის დატოვებასთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილი წერს, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო.

მისი თქმით, სააკაშვილის მიერ ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, არათუ მიუღებელია, არამედ ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება.

,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება, ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის, ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას. სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო. ამდენად, სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თვითდაზიანების და უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, არათუ მიუღებელია, არამედ ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა