„ნაციონალური მოძრაობა“ - გაჭიანურებული სასამართლო სხდომის ჩატარების მოთხოვნით, ფირუზ წულუკიძემ შიმშილობა დაიწყო - ჩვენი სოლიდარობა პოლიტპატიმრებს

წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაჭიანურებული სასამართლო სხდომის ჩატარების მოთხოვნით, ფირუზ წულუკიძემ შიმშილობა დაიწყო. ჩვენი სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის ტყვეობიდან აუცილებლად გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიის განცხადებით, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, თორნიკე, თამაზ, ირაკლი, გელა ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს “რუსული ოცნება” „ე.წ. ზონდერებად მუშაობას სთავაზობდა, რაზეც უაღი მიიღეს და ციხეში გამოკეტეს“.

„წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაჭიანურებული სასამართლო სხდომის ჩატარების მოთხოვნით, ფირუზ წულუკიძემ შიმშილობა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ფირუზ და რეზო წულუკიძეები, თორნიკე, თამაზ, ირაკლი, გელა ჭელიძეები და ელდარ ანთაძე ციხეში მხოლოდ იმის გამო ჰყავთ გამოკეტილი, რომ საქართველოს ერთგული პატრიოტები არიან. ისინი მიხეილ სააკაშვილისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერისთვის ისჯებიან.

“რუსული ოცნება” მათ ე.წ. ზონდერებად მუშაობას სთავაზობდა, რაზეც აწ უკვე პოლიტპატიმრებისგან უარი მიიღეს. ისინი აჭარაში “რუსული ოცნების” მაღალჩინოსნებს ჩადენილ დანაშაულებსა და ტყუილებში მუდმივად ამხელდნენ.

ჩვენი სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის ტყვეობიდან აუცილებლად გათავისუფლდებიან!,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა