ილჰამ ალიევი - თუ სომხეთი ნამდვილად არის დაინტერესებული რეგიონში მშვიდობის დამყარებით, მაშინ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღი უნდა დატოვონ

აზერბაიჯანმა, კონფლიქტის დასრულებიდან მოკლე ხანში წარადგინა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ხუთი ძირითადი პრინციპი, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს უნდა ეღიარებინა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კვლავ რჩება სომხური შეიარაღებული ძალების ნარჩენები იქ, სადაც რუსი სამშვიდობოები დროებით არიან განლაგებული. თუ სომხეთი ნამდვილად არის დაინტერესებული რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მიღწევით, მაშინ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად უნდა დატოვონ აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონი. უნდა განხორციელდეს სომხური სამხედრო და გასამხედროებული ელემენტების განიარაღება და დემობილიზება“, - აღნიშნა ალიევმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს