ირაკლი კობახიძე - რამდენი დღეც არ უნდა დასჭირდეს „თავდაცვის კოდექსის“ მიღებას, პარლამენტი ბოლოს მაინც შეიკრიბება და ის იქნება მიღებული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენის განხილვაზე ოპოზიციას რესურსი ჰქონდა რეგისტრაცია არ გაევლო და მათ ეს პროცედურული ხრიკი გამოიყენეს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რამდენი დღეც არ უნდა დასჭირდეს აღნიშნული კოდექსის მიღებას, პარლამენტი ბოლოს მაინც შეიკრიბება და ახალი „თავდაცვის კოდექსი“ მიღებული იქნება.

„რეალურად, „თავდაცვის კოდექსი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი. დღეს 76 დეპუტატი არ იყო, უმრავლესობიდან ბევრი არის ვიზიტში სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო და ამის გამო სხდომას ვერ ესწრებოდა. ოპოზიციას რესურსი ჰქონდა არ გაევლო რეგისტრაცია, ეს გააკეთა და შესაბამისად, სხდომა დღეს არ გაიხსნა. ამის საშუალება ოპოზიციას ჰქონდა და ეს პროცედურული ხრიკი გამოიყენა, ეს საპარლამენტო ცხოვრებაში ნორმალურია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მოქმედი „თავდაცვის კოდექსი“ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს საშუალებას აძლევდა, რომ სამხედრო გაწვევაზე ფულიც კი ეკეთებინათ.

„რაც შეეხება „თავდაცვის კოდექსს“, თქვენ იცით, რომ აბსოლუტური პრობლემური სისტემა იყო ჩამოყალიბებული, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ ფულიც კი ეკეთებინათ სამხედრო გაწვევაზე. „გირჩი“ - ერთი, მეორე, ფულს ღიად აკეთებდა, ამ საკითხის გამოყენებით და კანონმდებლობაში ხარვეზი იყო. ერთი მიზანი არის ამ ხარვეზის შევსება და გარდა ამისა, ბევრი სისტემური ცვლილება არის წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსში“, რომელიც გააუმჯობესებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას თავიდან ბოლომდე. მარტო გაწვევის თემა არ არის, კონკრეტულ პარტიას, „გირჩს“ აინტერესებს მარტო გაწვევის თემა. აქ არის უამრავი თემა, რომელიც „თავდაცვის კოდექსში“ არის მოცემული და აქედან გამომდინარე, ყველა ამ კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ამ კოდექსის მიღება. რა თქმა უნდა, ეს კოდექსი აუცილებლად იქნება მიღებული, რამდენიც დღეც არ უნდა დასჭირდეს, საბოლოო ჯამში პარლამენტი შეიკრიბება და ამ კოდექსს მიიღებს.

რაც შეეხება იმას, რომ წამყვანი რელიგიური გაერთიანება სარგებლობს კონკრეტული პრივილეგიებით თავდაცვის სფეროში, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ევროკავშირის ქვეყნებში, შეგიძლიათ აიღოთ პრაქტიკა და ნახავთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში წამყვანი რელიგიური გაერთიანება სარგებლობს პრივილეგიებით ამ სფეროში. შესაბამისად, ანტიკონსტიტუციური ამაში არაფერია, მითუმეტეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არის მოწესრიგებული, სპეციალური კონსტიტუციური შეთანხმებით ე.წ. კონკორდატით“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით უნდა განეხილათ. კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. დღეს რეგისტრაცია მხოლოდ 65 დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, კვორუმი არ შედგა და სხდომა ვერ გაიხსნა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის