შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - თქვენი დღევანდელი აქტით დაადასტურეთ, იმას რასაც კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევას უწოდებდით, საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია - კი ბატონო, მეც გიდასტურებთ!

თქვენი დღევანდელი აქტით დაადასტურეთ, იმას რასაც კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევას უწოდებდით, საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია - კი ბატონო, მეც გიდასტურებთ! - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას, რომელმაც რეგისტრაციის არგავლით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაშალა.

პაპუაშვილს რიგგარეშე სხდომების განახლების თარიღი დღეს არ დაუსახელებია და ამ კონტექსტში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სხდომები მას შემდეგ გაგრძელდება, რაც უმრავლესობას პარლამენტში კვორუმისთვის საკმარისი დეპუტატი ეყოლება.

„ოპოზიციის მკაფიო გადაწყვეტილებაა, რომ რეგისტრაცია არ გაიაროს. თუკი ოპოზიციამ პოზიცია არ შეიცვალა და არ მომმართა, რომ მზად არის რეგისტრაცია გაიაროს და უმრავლესობიდან არ მექნება დასტური, რომ დარბაზში 76 ადამიანი იქნება, დარბაზი არ გაიხსნება და რეგისტრაციას არ ჩავატარებთ, რადგან აპრიორი ცნობილი იქნება, რომ უმრავლესობა არ არის.

თქვენი ქცევით ორი რამ დაადასტურეთ: - ერთი, როცა უმრავლესობა სხდომათა დარბაზში იყო, მაგრამ რეგისტრაციას არ გადიოდა, ამ პროცედურის ლეგიტიმაცია ხელახლა მოახდინეთ და მეორე, როცა აპრიორი ცნობილი იქნება, რომ დარბაზში კვორუმისთვის საჭირო 76 ადამიანი არ იქნება, ამ დროს რეგისტრაციის ჩატარებას აზრი არა აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა უნდა გაგრძელებულიყო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა