ვატო შაქარიშვილი - არავის მივცემთ საშუალებას, 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე LGBT ფესტივალი ჩატარდეს

საქართველოში, თბილისში LGBT პრაიდი არასდროს ჩატარდება, - ამის შესახებ მოძრაობის, "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც თბილისში დაგეგმილ LGBT კვირეულს გამოეხმაურა.

როგორც ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, კვირეულის ჩატარება 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი, რის საწინააღმდეგოდაც „საზოგადოება მტკიცე და მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს“.

„საქართველო არასდროს შეეგუება ამ იდეოლოგიის თავს მოხვევას, ქართული საზოგადოება დადგება ფეხზე, იქნება მტკიცე და ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღიკვეთოს ეს აღვირახსნილობა, მასშტაბური სოდომი და გომორის მოწყობის მცდელობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია არის მთელი ქალაქისთვის, მოსახლეობისთვის საყვარელი სარეკრეაციო დასასვენებელი ადგილი, იქ, სადაც ბავშვები ერთობიან. ჩვენ საშუალებას არ მივცემთ, რომ ასეთი მასშტაბის ე.წ. პრაიდ-ფესტივალი ჩატარდეს ჩვენი ბავშვების და საზოგადოების თვალწინ“, -განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

შაქარიშვილი კერძო მესაკუთრეებს მოუწოდებს, რომ ზომები მიიღონ და LGBT ფესტივალი აღკვეთონ.

„მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად ვის საკუთრებაში ტარდება ე.წ. ფესტივალი და სად აპირებენ ჩაატარონ სოდომი და გომორი ლისის ტბის მიმდებარედ. ეს არის კომპანია „თბილისი იპოდრომ სერვისი“. კომუნიკაცია გვქონდა მესაკუთრეების ნაწილთან, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ „თბილისი იპოდრომ სერვისსა“ და კომპანია „თბილი ოუფენ ეარს“ შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება. „თბილისის ოუფენ ეარს“ წარმოადგენს აჩიკო გულედანი, რომელიც არის ღია LGBTპროპაგანდისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. შესაბამისად, კონტრაქტის მიხედვით, ის უფლებას აძლევს ე.წ. ფესტივალის ორგანიზატორებს ეს აღვირახსნილობა გამართონ იმ მიწაზე, რომელსაც ფლობს „თბილისი იპოდრომ სერვისი“, - განაცხადა შაქარაშვილმა.

ვატო შაქარაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეები გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და არ ჩაშლიან ფესტივალს საკუთარ მიწაზე, ადგილზე საზოგადოების დიდი ნაწილი შეიკრიბება და მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს, რომ LGBT ფესტივალის ჩატარების პრეცედენტი საჯარო სივრცეში არასდროს მოხდეს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისგან პასუხი შესაბამისი და ადეკვატური იქნება“, -აღნიშნა შაქარიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია