პაატა მანჯგალაძე - ძალიან ცუდი საქმეა, როცა ოპოზიციის მანდატებს იყენებ „ქართული ოცნებისთვის“ კვორუმის შესაქმნელად - მაშინ ღიად უნდა თქვა, რომ ალიანსში ხარ „ოცნებასთან“

ძალიან ცუდი საქმეა, როცა ოპოზიციის მანდატებს იყენებ „ქართული ოცნებისთვის“ კვორუმის შესაქმნელად. მაშინ ღიად უნდა თქვა, რომ ალიანსში ხარ „ოცნებასთან“, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღევანდელ სხდომაზე კვორუმის შესაქმნელად ოპოზიციონერმა როსტომ ჩხეიძემ არა მხოლოდ თავის, არამედ სხვა რამდენიმე ოპოზიციონერის სახელითაც გაიარა რეგისტრაცია.

რაც შეეხება თავად სხდომის ჩაშლას, მანჯგალაძის თქმით, ის, რაც დღეს ოპოზიციამ გააკეთა, როცა რეგისტრაცია არ გაიარა, არა საბოტაჟი, არამედ პროცედურული ბრძოლაა.

„ძალიან ცუდი საქმეა, როცა ოპოზიციის მანდატებს იყენებ „ქართული ოცნებისთვის“ კვორუმის შესაქმნელად. ვინც არ უნდა იყოს და როგორ პატივსაც არ უნდა ვცემდე ბატონ როსტომს, ეს არის ძალიან ცუდი. მაშინ ღიად უნდა თქვა, რომ ალიანსში ხარ „ოცნებასთან“. მდინარაძემ თქვა, თითქოს ჩვენ გამოვუცხადეთ სხდომას საბოტაჟი. რასაც ოპოზიცია აკეთებს, ამას ჰქვია პროცედურული ბრძოლა, მაგრამ როცა უმრავლესობა გარბის სხდომიდან, ამას ნამდვილად ჰქვია საბოტაჟი. ეს იყო ოპოზიციის მხრიდან უმრავლესობაზე ზემოქმედების ბერკეტის გამოყენება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ კოდექსში მთავარი ხარვეზი არის ის, რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და შეზღუდულია თავდაცვის საბჭოში პრეზიდენტის უფლებამოსილება, ასევე გაწვევის წესზეა საუბარი, რომ ადამიანები არიან არათანაბარ მდგომარეობაში,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, კვორუმის არქონის გამო, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც „თავდაცვის კოდექსი“ უნდა განეხილათ, ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 65- მა დეპუტატმა გაიარა, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა და სხდომა ვერ გაიხსნა. იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, ოპოზიციიდან რეგისტრაცია როსტომ ჩხეიძემ გაიარა არამხოლოდ თავის სახელით, არამედ სხვა რამდენიმე ოპოზიციონერის ნაცვლადაც.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა