გიორგი ვაშაძე - კობახიძის მიერ ჩემ მიმართ, როგორც დასაჭერ ოპოზიციონერ ლიდერზე გაკეთებული განცხადება, არის ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისება - მივმართავ კობახიძეს: არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას

მივმართავ კობახიძეს - არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის, არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა, ხოლო პარლამენტზე შტურმი ორგანიზებული იყო და თუ დაბალი სტანდარტით გავყვებით, პირველი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები არიან დასაჭერი.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, კობახიძის განცხადება არის ძალადობის მორიგი წახალისება.

ირაკლი კობახიძის მიერ ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადება, ჩემი, როგორც პირველ რიგში დასაჭერ ოპოზიციონერ ლიდერზე, არის ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისება, მით უფრო, როცა ტოლობას სვამს 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორებსა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის.

მან ვერ დამალა მისი რეალური განზრახვა, მას სურს დაშინებული და დაპატიმრებული ოპოზიცია. დაშინებული ახალგაზრდობა და ქართველი ერი.

მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან მე გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის, არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას.

კობახიძე გრძნობს პოლიტიკური დაისის მოახლოებას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა მას, როგორც რუსს და გაუშვა პოლიტიკურ სანაგვეზე, რაც აუცილებლად გაფორმდება უახლოეს არჩევნებზე.

მე მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის