მაია ომიაძე - საქართველოში ყველა საერთაშორისო მოგზაური თავს უსაფრთხოდ გრძნობს

საქართველოში ყველა საერთაშორისო მოგზაური თავს უსაფრთხოდ გრძნობს, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით ვიდეორგოლის პრეზენტაცია მოეწყო.

მაია ომიაძის თქმით, საქართველო ნამდვილად უსაფრთხო ქვეყანაა, აღნიშნულზე მეტყველებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო პოზიციონირებულია, როგორც დანიშნულების ადგილი, სადაც უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზეა დაცული.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკუთარ კამპანიებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზავნილს იყენებს, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა და საერთაშორისო და ადგილობრივ მოგზაურებს დასვენებისას შეუძლიათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, შეაგროვონ პოზიტიური ემოციები და ისე დაბრუნდნენ სახლში“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეორგოლის მიზანს წარმოადგენს საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს უსაფრთხო ქვეყნად, როგორც უცხოელი ვიზიტორებისთვის, ასევე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის